ჩვენი პრინციპია სისტემური და გამჭვირვალე მართვა
ხარისხის მართვა: მომხმარებლის მოთხოვნებს თავის დროზე, სწორად, სანდოდ, ღიმილით და სწრაფად ვხვდებით, ვპასუხობთ კლიენტის მოთხოვნებს ეკონომიური და ეფექტური რესურსების გამოყენებით, კლიენტისა და მომუშავე პერსონალის კმაყოფილებას ვისახავთ მიზნად და თანამედროვე მმართველობის კულტურას ვქმნით. კომპანიის წარმატებულად მართვისათვის აუცილებელია სისტემატური და გამჭვირვალე მმართველობა, რაც ხარისხის მართვის პრინციპებზეა აგებული. ამ პრინციპების ჩამონათვალია
პრინციპები
1 – მომხმარებელზე ორიენტირება;
ორგანიზაციები დამოკიდებულია მათ მომხმარებლებზე, ამიტომ უნდა გაიგონ მომხმარებელთა მიმდინარე და სამომავლო საჭიროებები, უნდა იყონ ორგანიზებული მათი პირობების უზრუნველსაყოფად.
2 – ლიდერობა;
უზრუნველყოფს ორგანიზაციის დანიშნულებისა და მართვის ერთობას. ეს ქმნის და ინარჩუნებს გარემოს, უზრუნველყოს პირთა სრულფასოვანი ჩართულობა კომპანიის მიზნების მისაღწევად.
3- მართვაში მონაწილეობა;
ყველა კვალიფიკაციის მქონე პერსონალი ორგანიზაციის ფუძეა და მათი სრული ჩართულობა უზრუნველყოფს მათი უნარ-ჩვევებს ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენებას.
4- პროცესუალური მიდგომა;
როდესაც საქმიანობა და მასთან დაკავშირებული რესურსები ხორციელდება როგორც პროცესი სასურველ შედეგს უფრო ეფექტურად მივაღწევთ.
5 – სისტემური მიდგომა;
ურთიერთდაკავშირებული პროცესების სისტემურად გაგება და მართვა, ხელს უწყობს კომპანიის მიზნების მიღწევას და ეფექტურობას.
6 – უწყვეტი გაუმჯობესება;
ორგანიზაციის მუდმივი მიზანი არის სამუშაოს შესრულების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.
7 – გადაწყვეტილებებისადმი რეალისტური მიდგომა;
ეფექტური გადაწყვეტილებები ეფუძნება მონაცემებისა და ცოდნის ანალიზს.
8 – მიმწოდებლის ურთიერთობა ურთიერთდახმარების საფუძველზე;
მმართველობის ამ პრინციპების წარმატებული გამოყენებას მოაქვს ისეთი სარგებელი, როგორიცაა მხარეთა მონეტარული ბრუნვა, ღირებულებების შექმნა და გაზრდილი მომგებიანობა.